ფედერიკო კიეზას გარდა, „ნაპოლი“ ახლა უკვე „ლივერპულის“ თავდამსხმელ დარვინ ნუნიესზეც ამახვილებს ყურადღებას. ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ცნობით, იტალიურმა კლუბმა ინგლისელებთან კონტაქტი უკვე დაამყარა და მოლაპარაკებებს უახლოეს დღეებში იწყებს.
25 წლის ურუგვაელმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში 47 მატჩში 7 გოლი და 7 ასისტი მიითვალა. მისი მოქმედი კონტრაქტი 2028 წლამდეა გაფორმებული, ხოლო სატრანსფერო ღირებულება 45 მილიონ ევროს შეადგენს.
„ნაპოლი“ დამატებით ჰოილუნდსა („მანჩესტერ იუნაიტედი“) და ლუკას („უდინეზე“) აკვირდება.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.