ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ ნაპოლის მთავარ პრობლემად გუნდის ბელგიელი შემტევი რომელუ ლუკაკუ დაასახელა.
"ნაპოლის რეალური პრობლემა რომელუ ლუკაკუა - შესაძლოა მან სეზონში 15 გოლი გაიტანოს, მაგრამ ბელგიელი ძველი ლუკაკუსგან სრულიად განსხვავებული ვერსიაა.
მახსოვს, როცა კონტეს ინტერში ის შეუჩერებელი იყო და მცველებს თავზარს სცემდა, სამწუხაროდ დღეს ასეთი არ არის
", - განაცხადა კასანომ.ცნობისთვის, ლუკაკუმ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 18 მატჩში თავი 6 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.