იტალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ჯაკომო რასპადორი კარიერას მადრიდის „ატლეტიკოში“ გააგრძელებს.
ესპანურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა 25 წლის ფორვარდთან ხუთწლიანი ხელშეკრულების გაფორმება. პრესის ცნობით, ტრანსფერის ღირებულება 22 მილიონ ევროს შეადგენს, რასაც დამატებით ბონუსების სახით კიდევ 4 მილიონი ევრო დაემატება.
რასპადორიმ "ნაპოლის" მაისური 109 მატჩში დაიცვა, სადაც 18 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი მიითვალა. იტალიის ნაკრების მაისურით კი მან 40 შეხვედრა ჩაატარა და ცხრა გოლი ჩაიწერა აქტივში.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.