"ნახევარფინალში ხვიჩას პსჟ გავა" - ვლადიმერ გუცაევი

1 month ago 20

ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ასტონ ვილას გადაეყარა.

ყოფილი ფეხბურთელი და პირველი არხის ტელეწამყვანი, ვლადიმერ გუცაევი თვლის, რომ მომდევნო ეტაპზე სწორედ ქართველის გუნდი გავა.

კარგია, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა, სხვათა შორის, დამსახურებულად. ფრანგებმა ორივე შეხვედრა ძალიან კარგად ითამაშეს – განსაკუთრებით პარიზში. საპასუხო შეხვედრაში რაც მოხდა, ალბათ,კანოზომიერია. მართალია, გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოავლინა, მაგრამ ფრეზე სხვა გამოსავალი ჯერ ფეხბურთში არ მოუგონიათ.


მეოთხედფინალში „პარი სენ-ჟერმენს“ „ასტონ ვილა“ შეხვდება, რომელიც, რა თქმა უნდა, კარგი გუნდია, მაგრამ გრანდი არ არის და ვფიქრობ, ნახევარფინალში ფრანგები გავლენ.

- თქვა გუცაევმა.

სრულად წაკითხვა