ნახეთ კესარიას “სთორი”, რომელიც შეიძლებოდა გამხდარიყო მისი მკვლელობის მიზეზი

1 month ago 87

მედიაში აქტიურად განიხილება ვერსია, რომლის მიხედვითაც კესარიას მკვლელობაში ბრალდებულად მისი ბოიფრენდი ბ.ჯ მიიჩნევა, რომელსაც პოლიცია ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს.

არსებული ინფორმაციით, ტრანსგენდერ ქალს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

რადიო თბილისის წყაროს ინფორმაციით, დაჭრილი კესარია სადარბაზოს დამლაგებელმა ნახა.

“ყელი გამოჭრა, მანამდე კი ყვიროდა და შველას ითხოვდა”

ცნობილი ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე საკუთარ საცხოვრებელ ბინაში მოკლეს. მას სავარაუდოდ დანით 50-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული.

შსს–ის ინფორმაციით, კესარია აბრამიძე დანითაა მოკლული. მისი ცხედარი დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ნახეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრალდებული მისი მეგობარი მამაკაცია, კონფლიქტის მიზეზი სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო გახდა.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მკვლელობაში ბრალდებულს, ბ.ჯ.-ს ყველ­გან ეძე­ბენ. “პირველების” წყაროს ინფორმაციით, “რატის ბარის” თანამშრომელია. 

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მკვლე­ლო­ბის ფაქტს ადას­ტუ­რე­ბენ და აცხა­დე­ბენ, რომ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

კესარია აბრამიძე 18 აგვისტოს 37 წლის გახდა.

ნახეთ კესარიას "სთორი", რომელიც შეიძლებოდა გამხდარიყო მისი მკვლელობის მიზეზი ნახეთ კესარიას "სთორი", რომელიც შეიძლებოდა გამხდარიყო მისი მკვლელობის მიზეზი

სრულად წაკითხვა