,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში შეფასებებს აკეთებს საპროტესტო მოძრაობის როლზე, იმ პირობებში, როცა ერთის მხრივ ხელისუფლება პრესის ქვეშ აქცევს არასამთავრობო სექტორსა და მედიას, მეორეს მხრივ კი საარჩევნო კამპანიის გააქტიურებას ცდილობს:
,,საპროტესტო მოძრაობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, თუ არა ყველაზე მნიშნელოვანი რამ, რაც პოლიტიკურ პროცესს აცოცხლებს დღეს საქართველოში. მიმდინარე პროტესტი, რომელიც უწყვეტად გრძელდება თითქმის 300 დღეა, არის გარანტია იმისა, რომ ივანიშვილი, მისი რუსული რეჟიმი – ვერ იღებს ვერც შიდა და ვერც გარე ლეგიტიმაციას.
ნებისმიერი დიქტატურის საჭირო ატრიბუტია მოქალაქეების პასიურობა, მოჩვენებითი სტაბილურობა და ილუზია იმისა, რომ ყველაფერი კარგადაა. ეს სიმწვავე, მიმდინარე პროტესტი რასაც ასხივებს და ამ პროტესტში ჩართული უთვალავი ადამიანი – სხვადასხვა მიმართულების, გემოვნებისა და ყაიდის ხალხი უზრუნველყოფს იმას, რომ ივანიშვილი თავის ანტიქართულ მიზნებს ვერ აღწევს.
შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროტესტი გაგრძელდეს, მასშტაბი გაფართოვდეს და დასრულეს იმით, როგორც უნდა საქართველოს მოქალაქეებს და ყველა პატრიოტ ქართველს’’, – განცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე