ნეპალის პრემიერ-მინისტრი გადადგა - Reuters

5 days ago 4

მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე თანამდებობიდან გადადგა ნეპალის პრემიერ-მინისტრი, კომუნისტური პარტიის ლიდერი შარმა ოლი. ამის შესახებ დღეს, 9 სექტემბერს სააგენტო Reuters-ი იუწყება ოლის თანაშემწეზე დაყრდნობით.

ნეპალის მთავრობამ საპროტესტო აქციების შედეგად 8 სექტემბერს გააუქმა ქვეყანაში სოციალური ქსელების აკრძალვა, რამაც ქუჩაში გამოიყვანა ათასობით ადამიანი.

დემონსტრანტები პროტესტს გამოთქვამდნენ მთავრობის პოლიტიკისა და კორუფციის გამო. 8 სექტემბერს დედაქალაქ კატმანდუსა და სხვა ქალაქებში მიმდინარე აქციები არეულობაში გადაიზარდა. პოლიციამ სპეციალური საშუალებები გამოიყენა. დაიღუპა სულ მცირე 19 ადამიანი.

მთავრობის მიერ სოციალური ქსელების აკრძალვის გაუქმების მიუხედავად საპროტესტო აქციები 9 სექტემბერსაც გაგრძელდა. დემონსტრანტები აქციის მონაწილეთა დარბევასაც აპროტესტებენ.

ტელეკომპანია India Today ნეპალის მთავრობაში წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პრემიერ-მინისტრმა ოლიმ სახმელეთო ძალების სარდლობას მოსთხოვა სიტუაციის სტაბილიზაცია, პასუხად კი მიიღო, რომ ამას მხოლოდ მისი გადადგომის შემთხვევაში შეძლებენ.

სრულად წაკითხვა