ნივთები, რომლებიც ღეს, ღამის 12 საათამდე აუცილებლად უნდა გადაყაროთ – ასტროლოგების რჩევა

14 hours ago 2

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი გვიზიარებს ტექნიკას, რომელიც, მისი თქმით, დაგეხმარებათ თქვენი ცხოვრებისგან უსარგებლო ნივთებისა და ემოციური ბარიერებისგან გათავისუფლებაში. ეს განსაკუთრებული რიტუალი 27 რიცხვთან ასოცირდება და ემსახურება როგორც ფიზიკურ, ისე ემოციურ განწმენდას.

ოდიშელის თქმით, ამ დღეს საჭიროა თქვენი გარემოს მოწესრიგებასა და გაწმენდას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ. გთავაზობთ ეტაპებს:

1.სივრცის ლაგება – დაიწყეთ სახლის დალაგებით. მოძებნეთ და შეაგროვეთ 27 ნივთი, რომლებიც გატეხილია, დაზიანებულია ან უსარგებლო გახდა, თუმცა აქამდე მათი გადაყრა ვერ გაგინიშნავთ.

2.ემოციური გათავისუფლება – ჩამოწერეთ 27 პრობლემა, რომლისგანაც გათავისუფლება გსურთ. მაგალითად, სტრესი, შიში, უყურადღებობა, ფინანსური პრობლემები და სხვა.

3.ნივთებისა და პრობლემების დაკავშირება – თითოეულ ნივთს შეუკავშირეთ თქვენი ჩამოთვლილი პრობლემებიდან ერთი. ამ პროცესში კარგად კონცენტრირდით და ვიზუალურად წარმოიდგინეთ, რომ ნივთი თქვენს პრობლემას ატარებს.

4.მადლიერების გამოხატვა – თითოეულ ნივთს მადლობა გადაუხადეთ, თითქოს ის თქვენს პრობლემას წაიღებს.

5.გათავისუფლება – ნივთები ღამის 12 საათამდე გადაყარეთ ან სხვა გზით მოიშორეთ.

6.განწმენდის შხაპი – რიტუალის ბოლოს, მიიღეთ შხაპი, რომელიც სიმბოლურად დაგეხმარებათ, ემოციური და ენერგეტიკული დატვირთვისგან გათავისუფლდეთ.

ქეთი ოდიშელი აღნიშნავს, რომ ეს ტექნიკა არა მხოლოდ ნივთებისგან, არამედ ემოციური ბარიერებისგან გათავისუფლებასაც უწყობს ხელს და ახალ ეტაპზე გადასვლაში გეხმარებათ.

სრულად წაკითხვა