ნიკა გვარამიამ თეა წულუკიანს ლექსი მიუძღვნა

2 days ago 9

ნიკა გვარამიამ თეა წულუკიანს ლექსი მიუძღვნა.

,,გადასარევია, ასეთი ზუსტი პორტრეტი იშვიათია. ლუპიტა კი არა, ჯალათეა უნდა ერქვას, ოღონდ…” – წერს ის და ლექსს ავრცელებს სახელწოდებით ,,ყასბის ქალიშვილი”.

ყასბის ქალიშვილი

სოფელში ცხოვრობს ლუპიტა,
ყასაბი ჰყავდა მამა.
მამის ხელობა ესწავლა,
სულ ოცნებობდა ამას.

მოსწონდა, როცა საკლავი
ასხმარტალებდა ფეხებს;
მოსწონდა, როცა ხედავდა
რიდით მომზირალ გლეხებს.

მოსწონდა, სისხლის მდინარე
რომ ჩაჰყვებოდა ღელეს;
მოსწონდა, როცა ხედავდა
მამის სისხლიან ხელებს.

მაგრამ ვერ გახდა ყასაბი,
ტანად მორჩილი, ჩია.
ვერ ერეოდა ნაჯახს და
ვერ მოკლა გულის ჭია.

ჰოდა, იფიქრა – ყასბობის
თუკი არ შემწევს ძალა,
სხვაგვარად დავაზიანებ –
ენას ვიხმარებ ხმალად…

სოფელში ახლა ლუპიტას
სუყველა იცნობს, როგორც
ბოროტი ენის პატრონს და
ყასბის მემკვიდრე გოგოს.

ცდილობს, სუყველა დაგესლოს
სოფლის მიღმა თუ მოღმა…
სამოციოდე კილოა
და სამოცივე – ბოღმა.

ანონიმი ესპანელი ავტორი”, – წერს ნიკა გვარამია.

სრულად წაკითხვა