წაკითხვა: 136
ნიკა მელია დააკავეს, ის დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
„ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიდიოდა გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად. გადააყენა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა და შემდგომ უკვე ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე რამდენიმე პოლიციელმა, მათ შორის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ძალისმიერი მეთოდებით დააკავეს და ყოველგვარი ახნა-განმარტების გარეშე წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით. გაუგებარია რასთან არის ეს დაკავშირებული, რადგან მას არცერთ საქმეში აღკვეთის ღონისძიება შეფარდებული არ აქვს და რასთან არის მისი დაკავება დაკავშირებული ჩემთვის უცნობია. ფაქტობრივად მოიტაცეს. აგრესიულად და ახსნა-განმარტების გარეშე მოქმედებდნენ“, – ამბობს ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს