WEBO.GE
🚀 საიტების დამზადება
თანამედროვე, სწრაფი და მობილურზე მორგებული ვებსაიტები
📞 579 817 817
შეკვეთა →

„კოალიცია ცვლილებისთვის“ თანათავმჯდომარეს, ნიკა მელია დამნაშავედ ცნეს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანისთვის შეურაცხყოფის მიყენების საქმეში და პატიმრობა მიუსაჯეს 1 წლითა და 6 თვით. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საქმეზე განაჩენი მოსამართლე ნინო ელიეშვილმა დღეს, 6 აგვისტოს გამოცხადდა.

პოლიტიკოსს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) - როგორც მისი ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი ამბობს, ექსპერტიზამ ვერ დაადასტურა, რომ 2025 წლის 10 ნოემბრის ჩანაწერში არსებულ შეურაცხმყოდელ სიტყვებს ნიკა მელია ამბობდა.

ადვოკატის განმარტებით, მოსამართლე ელიეშვილმა გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება, დანაშაულის შთანთქმის პრინციპი და მელიას საპატიმროში ყოფნის ვადა არ გაუზარდა.

„იგი, თუკი მომავალში რაიმე სიურპრიზი არ იქნება, საპატიმროს დატოვებს 2026 წლის 20 დეკემბერს“, - ამბობს გიორგი კონდახიშვილი.

მასალა განახლდება