„არმენპრესის“ ცნობით, “ნიუ-იორკში სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების, ნიკოლ ფაშინიანისა და ირაკლი კობახიძის შეხვედრა გაიმართა”.
როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატზე დაყრდნობით წერს გამოცემა, მხარეებმა სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებისა და მიმდინარე პროგრამების შესახებ ისაუბრეს.
“ფაშინიანმა და კობახიძემ ასევე რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე მოსაზრებები გაცვალეს”, – წერს “არმენპრესი”.