იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ რუსთავის #17-ე ციხეში ოჯახის წევრს პატიმართან ნარკოტიკული საშუალება შეჰქონდა - შემთხვევა გუშინ, 24 სექტემბერს მოხდა.
„სავარაუდო დანაშაულში მხილებულია ერთ-ერთი მსჯავრდებულის ოჯახის წევრი, რომელიც დაწესებულებაში პაემანზე შედიოდა“, - აცხადებენ უწყებაში.
საქართველოს კანონმდებლობთ, აკრძალულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, დამზადება, გადაზიდვა, რეალიზაცია.
რადიო თავისუფლებას პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს, რომ საქმე გამოსაძიებლად გადაეცა იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.
radiotavisupleba ახალი ამბები