ჩოხატაურში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, პოლიციელები პატრულირებისას ნასვამი ადამიანების ჩხუბს შეესწრნენ და სიტუაციის განმუხტვა სცადეს, რა დროსაც მათ წინააღმდეგობა გაუწიეს,
როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლითაა დაწყებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.