WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

8

სომხეთის მმართველი პარტიის, „სამოქალაქო კონტრაქტის“ მიერ წარდგენილი ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა.

სომხური მედიის ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა განკარგულება უკვე გამოსცა.

„კონსტიტუციის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დაინიშნოს“, – აღნიშნულია განკარგულებაში.

ცნობისთვის, მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერა განცხადებას მთავრობის გადადგომის შესახებ.