საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ქალაქ რენში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირის ძირითად ბადეში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ბასილაშვილმა მეთექვსმეტედფინალში გერმანელი მაქს ვიშკანდტი სამ სეტში დაამარცხა – 6:4, 3:6, 6:3 და შემდეგ წრეში გადავიდა.
მერვედფინალურ შეხვედრაში იგი მსოფლიო რეიტინგის 46-ე პოზიციაზე მყოფ ფრანგ ჩოგბურთელს – 36 წლის ადრიან მანარინოს დაუპირისპირდება. 32 წლის ქართველი ჩოგბურთელი ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 347-ე ადგილზეა.
ბასილაშვილი მანარინოს აქამდე ორჯერ შეხვდა: 2017 წელს სოფიაში Garanti Koza Sofia Open-ზე ნიკოლოზმა გაიმარჯვა ორ სეტში, 2021 წელს კი, პარიზის მასტერსზე ფრანგმა ქართველი მეტოქე, ასევე, ორ სეტში დაამარცხა.
ნუცა ყაველაშვილი