ნიკოლოზ უგრეხელიძე თურქულ ქარაგუმრუკში გადავიდა

3 days ago 4

როგორც დინამო თბილისის ოფიციალურ განცხადებაში წერია, ქართველი ფეხბურთელი, ნიკოლოზ უგრეხელიძე ამავე კლუბიდან თურქულ ქარაგუმრუკში გადავიდა.

დინამო თბილისის კაპიტანი ნიკოლოზ უგრეხელიძე კარიერას თურქულ ქარაგუმრუკში გააგრძელებს. მხარეები ერთწლიან იჯარაზე შეთანხმდნენ. თურქულ გუნდს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნება. წარმატებას გისურვებთ, ნიკა.

- წერს დინამო.

21 წლის მცველი დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია. მთავარ გუნდში 2022 წელს გადაიყვანეს სადებიუტო შეხვედრა კი ეროვნულ ლიგაში 2023 წელს ჩაატარა. იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი.

სრულად წაკითხვა