ინფორმაციას ქართველი მღვდელმთავრის რუსეთში ყოფნის შესახებ მოსკოვის ეპარქიის ვებგვერდი ავრცელებს.
კურთხევას ასევე ჩეხეთსა და სლოვაკეთში რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელი და სხვა რუსი სასულიერო პირები დაესწრნენ.
წირვა ქართულ და საეკლესიო სლავურ ენებზე აღესრულა.
რუსმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა ტაძარში მყოფებს რუსეთის პატრიარქის კურთხევა გადასცა და მათ სიტყვით მიმართა.
რუსეთში მცხოვრები ქართველების რუსულენოვან სოციალურ ქსელებში ვრცელდება ამავე წირვიდან გავრცელებული ფოტო, სადაც ჩანს ეთნიკურად ქართველი რუსი ჟურნალისტი და პროპაგანდისტი, თინა კანდელაკი.
წირვას ესწრებოდა რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი, რუსეთის პრეზიდენტს დაქვემდებარებული „ეროვნებათაშორისი საბჭოს“ წევრი დავით ცეცხლაძე.