ნინი შერმადინს მოკვლით ემუქრებიან

ტექსტის ზომა 100%
ნინი შერმადინს მოკვლით ემუქრებიან
WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

კითხვის დრო: 4 წთ.

ნინი შერმადინს მოკვლით ემუქრებიანმომღერალ ნინი შერმადინს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. მან პოლიციას უკვე მიმართა:

“ცოტა ხუმრობანარევი ვიდეო დავდეთ მე და დათო ღვინიანიძემ. ჩვენ გვეცინებოდა, თორემ რეალურად არ არის სასაცილო, ის რაც ხდება: ვიღაც ადამიანი, რომლის ნომერზეც ვარდება სახელი და გვარი დავით ბედუკაძე, ცხოვრობს ვაშინგტონის შტატში. ახლა გამოვედი პოლციიდან, ნომრის მიხედვით დადგინდა ადგილმდებარეობა, სახელი და გვარი და ვაშინგტონის პოლიციაც არის ჩართული. სანამ ჩემამდე არ გამოვიდა, სანამ მე არ მივიღე ზომები, არავინ ჩათვალა სერიოზულად რომ ამ ამბისთვის ყურადღება მიექცია. ვინმე დავით ბედუკაძე – შეიძლება სულაც არ არის დავით ბედუკაძე და მისი ტელეფონი არის დაჰაკული. მითხრეს, რომ არსებობს რაღაც სისტემა, რომელიც რაღაც ნომერს აგდებს და ეს ნომერი შეიძლება იყოს ვინმე კონკრეტული პირის, მაგრამ საერთოდ არ იყოს ამ ნომრის მფლობელი არაფერ შუაში, თუმცა მაგასაც დაადგენენ. რეკავს სხვადასხვა ხელოვნების წარმომადგენელ ადამიანებთან – ანა გადელიასთან, ეკა ჩიჩუასთან მუსიკის მასწავლებელთან, ქეთი ორჯრონიკიძესთან რეჟისორთან. ჩემი ნომერი არ აქვს, ჩემს ნომერს ითხოვდა – დაურეკა ჩემს რამდენიმე კოლეგას ტექსტით, რომ ნინი შერმადინის მკვლელობა იგეგმება. ქეთი ორჯონიკიძეს უთხრა, რომ იცის ქალიშვილი რომ ჰყავს, იცის სად დადის და ა.შ. შეიძლება ფსიქიურადაა ადამიანი შეშლილი, მაგრამ ზუსტად ასეთი ადამიანებისგან უნდა ვიყოთ შორს და ასეთი ადამიანები უნდა იყვნენ შორს, არავინ იცის ვინ სად დაგხვდება და რას მოიმოქმედებს. ამიტომ პოლიცია უკვე საქმის კურსშია და ვიცი, რომ დადგინდება ვინ არის – თუ ბოროტად ხუმრობს და როგორც პოლიციელს უთხრა, როდესაც დაურეკეს, რომ ვიხუმრე, მაპატიეთ და აღარ განმეორდება მსგავსი რამ, ჩვენ ვერ ვიქნებით შენს ხუმრობაზე დამოკიდებული, ამიტომ მგონია, რომ ცუდად დაამთავრებ ძალიან. ერთ-ერთ ჩემს კოლეგას უთხრა, პირადად მოგკლავ შე ასეთი და შე ისეთო, ამიტომ მინდა გთხოვოთ, თუკი ვინმე მიიღებს მსგავის მუქარის მესიჯებს, ყურადღება მიაქციეთ. ხალხი მართლა არის ჭკუიდან გადასული, არაადეკვატური და ვინ რას მოიმოქმედებს არავინ იცის. ფრთხილად იყავით მეგობრებო. ჩემი მხირადნ ყველაფერი გავაკეთე – ჩემი კოლეგებიც მიდიან პოლიციაში. ფილადელფიის პოლიციაც და ვაშინგტონის პოლიციაც ჩართულია ამ საქმეში და ძალიან სამწუხროა, თუ ქართველი ასე ბოროტად ხუმრობს. შენს თავს დააბრალე რაც დაგემართება. ბოდიში, რომ ასეთ შარში გაეხვიე, მეგობარო! ხუმრობა არ არის, როცა ადამიანს სიცოცხლის ხელყოფით ემუქრები. თუ ვინმესთვის დაურეკავს, ან რაიმე ინფორმაციას ფლობთ, გთხოვთ, მიხვიდეთ პოლიციაში და დაიცვათ საკუთარი თავი და შვილები. იმიტომ რომ ვინ საიდან გამოვარდება და რას დაგიშავებს, არავინ იცის. როგორც კი მეცოდინება პასუხი, აუცილებლად გაგაგებინებთ. მადლობა რომ ღელავთ ჩემზე და გინდათ რომ კარგად ვიყო. მეც მიყვარხართ ყველა და მინდა რომ კარგად იყოთ. წარმატებებს გისურვებთ და ბედნიერი დღე.”

Artinfo.ge

სრულად წაკითხვა
📢 თქვენი რეკლამის ადგილი
განათავსეთ ბანერი და მოიზიდეთ ათასობით მომხმარებელი
✈️ Telegram: @WeboGeorgeIDS