ნინო ლომჯარია „იმედს“ სასამართლოში უჩივის

8 hours ago 3

ყოფილი სახალხო დამცველი, „საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ლომჯარია პროსახელისუფლებო „იმედს“ სასამართლოში უჩივის.

მან ბრიფინგზე თქვა, რომ ამ ტელეარხსა და ხელისუფლებაში მყოფ პარტია „ქართულ ოცნებას“ მის წინააღმდეგ აგორებული აქვთ „ფართომასშტაბიან ცილისმწამებლურ კამპანია“.

„ბუნებაში არ არსებობს მოწმე, ფაქტი, თუნდაც უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერი, სადაც მე ოდესმე მითქვამს ან მიფიქრია რაიმე საქართველოს ევროპული მომავლის, კანდიდატის სტატუსის ან უვიზო მიმოსვლის წინააღმდეგ. საპირისპიროს კი მრავალი ფაქტი ადასტურებს.

ჩემს წინააღმდეგ აგორებული კამპანია მიანიშნებს იმას, რომ ხელისუფლება უკვე ამზადებს ნიადაგს იმ შედეგებისთვის, რომელიც შესაძლოა, მისივე ანტიევროპული პოლიტიკის გამო დადგეს. სინამდვილეში,ხელისუფლებაში აღარ ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ შეინარჩუნონ უვიზო მიმოსვლა. ისინი ფიქრობენ იმაზე, თუ ვის გადააბრალონ მისი დაკარგვა. ეს არის კამპანია საკუთარი თავის გადასარჩენად და არა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის გადასარჩენად“, - თქვა მან.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ტელეკომპანია „იმედს“ - პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

სრულად წაკითხვა