ლეგენდარული ქართველი ტყვიის მსროლელი, ოლიმპიური ჩემპიონი, ნინო სალუქვაძე ორგზის გინესის მსოფლიო რეკორდსმენი გახდა;
საქართველოს რეკორდების ფედერაციის ჩართულობით ნინო სალუქვაძეს შესაბამისი სერტიფიკატები დღეს, საქართველოს რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ბეგიაშვილმა გადასცა.
დაჯილდოების ოფიციალური ცერემონიალი სეოკ-ის ორგანიზებით, ოლიმპიურ კომიტეტი გაიმართა;
გინესის მსოფლიო რეკორდების ორგანიზაციამ ქართველ ჩემპიონს ერთდროულად ორ სახეობაში მიანიჭა რეკორდსმენის ტიტული. სპორტსმენი, რომელმაც ზედიზედ ყველაზე მეტ ოლიმპიადაზე იასპარეზა და ქალი სპორტსმენი, რომელმაც ყველაზე მეტ ოლიმპიადაზე მიიღო მონაწილეობა;
ნინო სალუქვაძე გახდა პირველი ქართველი ოლიმპიელი, რომელმაც გინესის რეკორდსმენის ტიტული მოიპოვა.
შეგახსენებთ, ნინო სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე 1988 წლიდან ასპარეზობს და 2024 წელს პარიზში კარიერაში მე-10 ოლიმპიადაზე მიიღო მონაწილეობა. ლეგენდარულს ტყვის მსროლელს ოლიმპიურ თამაშებზე ყველა სინჯის მედალი აქვს მოპოვებული;
საქართველოს რეკორდების ფედერაცია.