ნინო შუბლაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად დაინიშნა

2 days ago 1
Nino

ნინო შუბლაძე, სახელისუფლებო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პოლიტიკური თოქშოუს წამყვანი და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, არხის ახალ გენერალურ დირექტორად დაინიშნა. მან ამ პოსტზე ბაკურ ბაკურაძე შეცვალა, რომელიც სამხატვრო ხელმძღვანელი იქნება, განაცხადა ტელეკომპანიამ 1 მაისს.

„დარწმუნებული ვართ, ჩვენს კოლეგასთან და არხის მთავარ სახესთან, რომელთან ერთადაც თითოეული ჩვენგანი უკვე ათეული წლებია მუშაობს, „რუსთავი 2“ კიდევ უფრო წარმატებული და რეიტინგული გახდება“, – განაცხადა არხის წამყვანმა დავით კაკულიამ 1 მაისს, 21:00 საათიანი „კურიერის“ დაწყებისას.

ბაკურ ბაკურაძე არხის გენერალური დირექტორის თანამდებობას 2025 წლის ივლისიდან იკავებდა, როდესაც მან ვაკო ავალიანი შეცვალა. ამ უკანასკნელმა დიპლომატიურ სამსახურში განაგრძო მუშაობა.

ნინო შუბლაძე წლების განმავლობაში მუშაობდა „რუსთავი 2“-ში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის კორესპონდენტად, საინფორმაციო სამსახურის უფროსად და გენერალური დირექტორის მოადგილედ 2000-იან წლებში, როდესაც ამჟამად სახელისუფლებო არხი მაშინდელ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერდა მხარს. მან არხი 2014 წელს დატოვა, მოგვიანებით ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობდა და 2019 წლამდე „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მუშაობდა. ის არხზე 2019 წელს დაბრუნდა და საინფორმაციო სამსახურს ჩაუდგა სათავეში.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა