ნინო ჯანგირაშვილი: “ივანიშვილის კიდევ ერთი კრახი”

12 hours ago 3

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებს კონკრეტული შეფასებებით ეხმაურება ეხმაურება:

ივანიშვილის კიდევ ერთი კრახი. იმის იმედად, რომ საქართველო ჭირდება დასავლეთს, განსაკუთრებით შუა დერეფნის კონტექსტში, გადაისვარა თავზე და ჩათვალა, რომ ყველაფერს აპატიებდნენ სატრანზიტო ფუნქციების ხათრით და მის ხელში იყო დედამიწის ჭიპი.

რეგიონში ტექტონიკურმა ძვრებმა ბოლომდე გააკოტრა ქოცი.

კი, შუა დერეფანი მაინც აქტუალურია ჯერჯერობით, თუმცა მისი მთავარი რგოლი –ანაკლია ივანიშვილმა დიდი ხნის წინ მოკლა. თუ საქართველო რუსეთის უკანა ეზოდ დარჩება, ამ პროექტს საქართველოს გავლით დასავლეთის მხარდაჭერა არ ექნება და მთელი ძალისხმევა და მხარდაჭერა ალტერნატიულ პროექტზე წავა, მითუმეტეს თუ აშშ იქნება პროექტის გარანტორი და მონაწილე. მერე უკვე ამ ე.წ. შუა დერეფანში შეუძლიათ ხელმკლავით ისეირნონ კობახიძემ და მდინარაძემ ივანიშვილთან ერთად.

ივანიშვილის ყველა გათვლა ჩაფლავდა და ის გაკოტრებულია. სამწუხაროდ საქართველოც გააკოტრა“, – წერს ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

სრულად წაკითხვა