პაატა მანჯგალაძე: “პოლიტიკური მართლმსაჯულება საქართველოში რეპრესიების იარაღად იქცა”

13 hours ago 3

საქართველოში ბოლო დროს მომხდარ კონკრეტულ მძიმე ფაქტებს მწვავე შეფასებებით ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე:

თავდასხმა ბაჩიაშვილზე ციხეში, ისევე როგორც რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობა, სიგნალია – პოლიტიკური მართლმსაჯულება საქართველოში რეპრესიების იარაღად იქცა.

როცა ციხე იქცევა იარაღად და სამართლიანობა შურისძიებად,

ეს ნიშნავს, რომ რეჟიმს მხოლოდ ერთადერთი საშუალება დარჩა, ძალადობა თავის გადასარჩენად.

ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი ვენდეტა. ასე იქცევიან მხოლოდ მაშინ, როცა დასასრულის მოახლოებას გრძნობენ.

ბრძოლა ბოლომდე, რომ ეს რეჟიმი დასრულდეს და არა თავისუფლება ქვეყანაში”, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

სრულად წაკითხვა