WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

23 სექტემბერს აშშ აპირებს გამოაცხადოს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპის მარშრუტის (TRIPP) განხორციელების მომდევნო ეტაპზე გადასვლის შესახებ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ 23 სექტემბერს ნიუ იორკში დაგეგმილი ღონისძიება ფოკუსირებული იქნება სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ინციატივიდან TRIPP-ის განხორციელებაზე გადასასვლელად საჭირო ინსტიტუციურ და ფინანსურ მექანიზმებზე.

ღონისძიება თავს მოუყრის სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ცენტრალური აზიის ხუთი სახელმწიფოს წარმომადგენლებს, რომელთაგან განსაკუთრებულ ინტერესს ავლენენ ყაზახეთი და უზბეკეთი. მას დაესწრებიან აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, რესპუბლიკელი სენატორი სტივ დეინსი და 40-ზე მეტი კომპანიის (მათ შორის ბევრი ამერიკულია) აღმასრულებელი რგოლის წარმომადგენლები.

ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, 23 სექტემბრის შეკრებაზე აღინიშნება ის, თუ როგორ მოხდება TRIPP-ის მეშვეობით შუა დერეფანში „საცობის ამოგდება“, გაიხსნება დასავლეთისკენ მიმავალი სავაჭრო მარშრუტი, რომელიც ევროპას ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს და ამცირებს დამოკიდებულებას რუსეთის, ჩინეთისა და ირანის გავლით ტრანზიტზე.

ოთხშაბათს დაგეგმილ ღონისძიებაზე აღინიშნება „ტრანსკასპიური სამეწარმეო ფონდის“ შექმნა, რომელიც დააფინანსებს TRIPP-ისა და უფრო ფართო ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტების საფუძველზე აღმოცენებულ შესაძლებლობებს. ფონდი მოქმედებს აშშ-ის მთავრობისგან დამოუკიდებლად, თეთრი სახლის მიერ დანიშნული საბჭოს ხელმძღვანელობით და მიიღებს საგრანტო დაფინანსებას სახელმწიფო დეპარტამენტისგან. ის განსხვავდება „TRIPP-ის განვითარების კომპანიისგან“, რომელიც არის აშშ-სომხეთის ერთობლივი კორპორაციული ერთეული, რომელიც დერეფნის განვითარებისა და მართვისთვის იქმნება.

TRIPP-ის ინიციატივის მიზანია დაბრკოლებების გარეშე წვდომის უზრუნველყოფა აზერბაიჯანსა და მის ნახიჩევანის ექსკლავს შორის, სომხეთის ტერიტორიის გავლით, სომხეთის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების დაცვით.

სატრანზიტო მარშრუტს განავითარებს და მართავს აშშ-ის მიერ კონტროლირებული კომპანია, რითაც ვაშინგტონს ეძლევა ექსკლუზიური უფლებები, რუსეთი კი ეფექტიანად გამორიცხავს რუსეთის მონაწილეობას ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტიდან ტრადიციულად მისი ზეგავლენის სივრცეში.

TRIPP-ის პროექტი წარმოიშვა 2025 წლის აგვისტოდან, როცა თეთრ სახლში შედგა სამიტი, რომელზეც სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, აშშ-ის პრეზიდენტის შუამავლობით ხელი მოაწერე ერთობლივ დეკლარაციას, რითაც დაასრულეს ამ ორ ქვეყანას შორის ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი.