“ნიღაბი გახდა ამ ახალგაზრდებზე მოძალადე ხელისუფლების სიმბოლო!” – გიორგი გახარია

2 weeks ago 8

პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს ახალგაზრდების წინააღმდეგ განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებთან დაკავშირებით:

,,ახლა ვიყავი ინგოროყვას კლინიკაში. მოვინახულე ჩვენი თანაგუნდელი, ვატო გვაზავა და მქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდი სხვა სასტიკად ნაცემ ახალგაზრდებს.

თითოეული ამ ადამიანის ისტორია მსგავსია – ნიღბიანი მოძალადეები ახალგაზრდებს მიზანმიმართულად ურტყამდნენ სახეში და თავის არეში. ეს იყო დასჯის ოპერაცია!

თუმცა, მათთან საუბრის შემდეგ, ამ სისასტიკის მიუხედავად, დავრწმუნდი, რომ ეს ხალხი ხვალ ისევ გააგრძელებს ბრძოლას.

ნიღაბი გახდა ამ ახალგაზრდებზე მოძალადე ხელისუფლების სიმბოლო!”, – წერს გიორგი გახარია.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

სრულად წაკითხვა