WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა 30 ოქტომბერს, გაზეთ „ნოვაია გაზეტას“ (Novaya Gazeta) დახურვის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, „შეწყვიტოს დამოუკიდებელი მედიის რეპრესიები“.

„დახურვა მძიმე დარტყმაა გამოხატვის თავისუფლებასა და საზოგადოების ინფორმაციის მიღების უფლებაზე“, - განუცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ იორგენ ვატნე ფრიდნესმა AFP-ს ელექტრონული ფოსტით.

გამოცემის დამფუძნებელი და ყოფილი მთავარი რედაქტორი დიმიტრი მურატოვი ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატია. ის მოსკოვმა „უცხოეთის აგენტად" გამოაცხადა.

ეს სტატუსი 2026 წლის სექტემბერში მთელ გამოცემას მიანიჭეს.
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დამოუკიდებელი რუსული გამოცემა იძულებული გახდა მუშაობა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც მოსკოვში რედაქციის ოფისის შენობის დატოვება მოსთხოვეს.
გაზეთი 1993 წელს დაფუძნდა და ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ავტორიტეტიან რუსულ დამოუკიდებელ გამოცემად იქცა კორუფციის, ადამიანის უფლებების დარღვევისა და ჩეჩნეთის ომების კრიტიკული გაშუქების გამო.