"ნოიერი ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - კროოსი

3 days ago 4

ვეტერანმა გერმანელმა ფეხბურთელმა ტონი კროოსმა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე დაასახელა. მისი აზრით, ეს გახლავთ „ბაიერნის“ კარის დარაჯი, მანუელ ნოიერი.

კროოსის თქმით, ნოიერი ყველა დროის საუკეთესო მეკარეა, მიუხედავად იმისა, რომ ოლივერ კანთანაც უთამაშია ვარჯიშებზე.

მანუელ ნოიერი გერმანიის ნაკრებში 2009-დან 2024 წლამდე იცავდა კარს, სადაც 124 მატჩში მონაწილეობდა, 51 გოლი შეუშვია და 51 მატჩი მშრალად შეინახა. საკლუბო კარიერა კი „შალკედან“ დაიწყო, შემდეგ კი „ბაიერნში“ გააგრძელა, სადაც ბუნდესლიგა 12-ჯერ, გერმანიის თასი 6-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ და სხვა მნიშვნელოვანი ტიტულები მოიგო.

სრულად წაკითხვა