WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

10

89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V – ნორვეგიის სამეფო სასახლის ცნობით, ჰარალდ V პარასკევს ოსლოს ეროვნულ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ის გასულ კვირას სისხლის იშვიათი დაავადების სამკურნალოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში.

BBC-ი წერს, რომ ტახტზე 35 წლიანი მმართველობის შემდეგ, ჰარალდ V-ს ახასიათებენ, როგორც პოპულარულ და რეფორმატორ ფიგურას, რომელმაც მონარქიის მოდერნიზება მოახდინა, უბრალო ადამიანზე დაქორწინებით ტრადიციები დაარღვია და ნორვეგიის ყველაზე რთულ მომენტებში გამაერთიანებელი ფიგურის როლი შეასრულა.

ჰარალდის მემკვიდრე მისი ვაჟი, ჰააკონი გახდა.