„ნუ დაპანიკდით, მეგობრებო…” – რას წერს ელისო კილაძე?

3 hours ago 3

ჟურნალისტი და გაზეთ “ქრონიკა +”– ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე დანიგანი-ბოჭორიშვილის შეხვედრას სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:

“ნუ დაპანიკდით, მეგობრებო:

ელჩმა მაკა ბოჭორიშვილს გადასცა ტრამპის და რუბიოს პრიორიტეტები და ნაბიჯები, რაც საჭიროა, აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესებისათვის!

ყველა შემთხვევაში ეს არის მოთხოვნა და არა თხოვნა!

უნდა გავარკვიოთ, რა მოთხოვნებია ეს ‼️

ცეცხლის შეწყვეტას ვერ მოსთხოვდა -ომში არ ვართ‼️

არც წიაღისეული გვაქვს‼️”-წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, რობინ დანიგანი საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ელჩმა მინისტრს გააცნო ტრამპისა და რუბიოს პრიორიტეტები, ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება.

სრულად წაკითხვა