გიორგი მიქაუტაძემ საქველმოქმედო აუქციონიდან ლიონის გულშემატკივრებს მიმართა და დაამშვიდა, რომ მათ ფეხბურთელის წასვლაზე არ უნდა იდარდონ.
ათასჯერ გმადლობთ მოსვლისთვის და საავადმყოფოში მყოფი ბავშვების საჩუქრებისთვის. ეს იყო კავშირის შესანიშნავი მომენტი. ძალიან მომეწონა თქვენი კეთილშობილება.
გამოვიყენეთ დასვენება და დრო ოჯახებთან ერთად გავატარეთ. ფორმის შესანარჩუნებლად პროგრამა გვქონდა შედგენილი. ამ სეზონში ჩვენი მიზანია ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება და ევროპის ლიგაზე რაც შეიძლება შორს წასვლა.
რაც შეეხება სხვა გუნდში ჩემს შესაძლო გადასვლას, „ლიონში“ მხოლოდ 6 თვის წინ ჩამოვედი. ამ გუნდზე ვარ ორიენტირებული და არ ვუყურებ, ჩემზე რას ამბობენ. სატრანსფერო „ფანჯარას“ ჭორები ახასიათებს და ამაზე არ უნდა ინერვიულოთ.
- თქვა მიქაუტაძემ.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.