„ნუ მისტირით თემუდან გამოწერილ ფიცრებს. კიდევ ერთი კოვზი ჩაგივარდათ ნაცარში აქციის გასაშავებლად“ – ია ფარულავა

1 week ago 5

9 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართულ მორიგ საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებმა პარლამენტთან სიმბოლურად კუბო მიიტანეს და დაწვეს, რომელსაც საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.

დემონსტრანტების მიერ რუსთაველის გამზირზე სასახლის დაწვის რიტუალს, რომელშიც „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ფიტული იყო მოთავსებული, მმართველმა გუნდმა „სატანისტურ დამოკიდებულებად“ შეაფასა.

კუბოს დემონსტრაციულად დაწვა განხილვის საგანი გახდა სოციალურ ქსელშიც, სადაც აქციის მონაწილეების ქმედებას საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ეხმაურებიან, მათ შორის ტელეწამყვანი და მსახიობი, ია ფარულავა.

„მოკლედ, მეგობრებო.
კუბო, რომელიც დაწვეს აქციაზე, დამზადებულია ჩინეთში და მრავალი ვერსიაა ასეთი გამოსახულებების. ცხადია, სრულიად არაკანონიკურია და  ქრისტიანულ არცერთ კონფესიაში არ ჯდება.
ალიბაბა კომ-ზე უამრავ მსგავს კუბოს ნახავთ გასაყიდს.
კრება დახურულია.
ნუ მისტირით, ქოცებო, თემუდან გამოწერილ ფიცრებს. კიდევ ერთი კოვზი ჩაგივარდათ ნაცარში აქციის გასაშავებლად“, – წერს ია ფარულავა.

წყარო: fortuna.ge

სრულად წაკითხვა