ოთარ კიტეიშვილმა საკლუბო კარიერაში პირადი რეკორდი გააუმჯობესა

5 days ago 13

ქართველ ნახევარმცველ ოთარ კიტეიშვილს კარიერაში საუკეთესო სეზონი აქვს, რასაც Geo Team-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ადასტურებს.

არასდროს გაუტანია ოთარ კიტეიშვილს იმაზე მეტი გოლი ერთ სეზონში ჩემპიონატში, ვიდრე წელს! ლინცთან გატანილი გამარჯვების გოლი მიმდინარე სეზონში კიტესთვის მე-12 იყო და პირადი რეკორდი გააუმჯობესა.


კიტეიშვილის საუკეთესო შედეგი 2018 წელს დინამო თბილისის მაისურით საქართველოს ჩემპიონატში გატანილი 11 გოლი იყო. ამისთვის მხოლოდ ნახევარი წრე დასჭირდა, ამავე წლის ზაფხულში შტურმს შეუერთდა.

- წერს ქართული გვერდი.

ცნობისთვის, კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდრს ახლა მხოლოდ 2 გოლით ჩამორჩება.

სრულად წაკითხვა