WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, მთაზე რუს ტურისტთა ჯგუფის ასვლის დროს 15 წლის მოსკოველმა ახალგაზრდამ სელფის გადაღება სცადა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და ხევში გადაიჩეხა – ის ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც თვითგამოცხადებული აფხაზეთის შსს იტყობინება, დღეს დააკავეს ამ ტურისტული ჯგუფის ინსტრუქტორი, რომელსაც ბრალად ედება უსაფრთხოების წესების იგნორება.