WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს უპილოტო საფრენი აპარატებისა და რადიოელექტრონული ბრძოლის ცენტრში სამხედრო მოსამსახურეებისთვის ყოველდღიური ინტენსიური მეცადინეობები ტარდება. ამის შესახებ დე ფაქტო თავდაცვის უწყების პრესსამსახური იუწყება.

უწყების ცნობით, საბრძოლო მომზადების მიზანი ტექნიკის ათვისება და სამხედრო მოსამსახურეთა პროფესიული უნარების გაუმჯობესებაა.

„პირადი შემადგენლობის სასწავლო პროცესი სისტემურად არის ორგანიზებული და მოიცავს დისციპლინების ფართო სპექტრს, რომლებიც თანამედროვე პირობებში სამსახურებრივ-საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად არის საჭირო. რეგულარული მეცადინეობები საშუალებას გვაძლევს, შევინარჩუნოთ საბრძოლო მზადყოფნის მაღალი დონე, ოპერატიულად ავითვისოთ ახალი ტექნოლოგიები და ეფექტიანად შევასრულოთ დასახული ამოცანები“, – აცხადებენ უწყებაში.

პრესსამსახურის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში სამხედრო მოსამსახურეთა პრაქტიკული წვრთნები და საველე გასვლები ე.წ. თავდაცვის უწყების თანამედროვე სასწავლო ცენტრის ბაზაზე ჩატარდება.