ოლექსანდრ ზინჩენკო ნოტინგემ ფორესტში იჯარით გადავიდა

1 week ago 4

უკრაინელი მცველი, ოლექსანდრ ზინჩენკო, „არსენალის“ რიგებიდან „ნოტინგემ ფორესტში“ გადავიდა. ოფიციალური ინფორმაცია კლუბის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ზინჩენკოს ახალ კლუბთან ერთი წლის იჯარის კონტრაქტი აქვს გაფორმებული.

გასულ სეზონში უკრაინელი მცველი ყველა ტურნირში 23 მატჩში გამოვიდა მოედანზე, სადაც გაიტანა ერთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა.

კარიერის განმავლოგბაში სხვადასხვა დროს თამაშობდა ისეთ გუნდებში, როგორებიცაა „უფა,“ „მანჩესტერ სიტი“ არსენალი და პსვ. „მანჩესტერ სიტიში“ ყოფნის პერიოდში ზინჩენკო ოთხჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, ოთხჯერ მოიგო ინგლისის ლიგის თასი, ერთხელ ასოციაციის თასი და სუპერთასი.

სრულად წაკითხვა