ომბუდსმენი: გზის გადაკეტისთვის სისხლით დასჯა იგივეა, წითელზე გავლისთვის რომ იყოს სასჯელი

1 hour ago 3

საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების დროს კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ ეწინააღმდეგება „ქართულინ ოცნების“ მიერ მიღებული გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონები კონსტიტუციას.

მან „ქართული ოცნების“ დეპუტატის კითხვაზე პასუხის გაცემის დროს გზისა თუ ტროტუარის მეორე გადაკეტისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება შეადარა საავტომობილო მოძრაობის წესების დარღვევას.

„რატომ არის მზღუდავი? - ადმინისტრაციული გადაცდომა, რაც თავისი შინაარსიით არ არის სისხლის სამართლებრივი ბუნების მატარებელი, მეორე ასეთი გადაცდომა ცხადდება სისხლის სამართლის დანაშაულად. ეს იგივეა, ერთხელ რომ გაიაროთ შუქნიშანზე - მიიღოთ ჯარიმა და გადაიხადოთ, მეორედ რომ გაიროთ ამისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაგეკისროთ. თავისი შინაარსით იგივეა. ამიტომ გავასაჩივრე საკონსტიტუციო სასამართლოში“, - თქვა ომბუდსმენმა.

მისი შეფასებით, კანონი მნიშვნელოვნად ზღუდავს ადამიანის უფლებებს არამხოლოდ სისხლის სამართლის პასუხისგების დაკისრების ნაწილში, არამედ ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობითაც:

„მშვიდობნიანი აქციის ფარგლებში მიმაჩნია, რომ ასეთი რეგულაციები არის ზემდეტად მკაცრი, მათ შორის 5000 ლარი. იმ საშუალო შემოსავლის პირობებში, რაც საქართველოს მოქალაქეს აქვს, 5000 ლარი არის საკმაოდ მაღალი“.

მასალა განახლდება

სრულად წაკითხვა