15
მწერალი, გიორგი კეკელიძე:
ორი ბავშვი დაიღუპა წუხელ კიევში დაბომბვისას.
და იცით რატომ? იმიტომ, რომ მკვლელმა ბავშვის სიკვდილი მშრალ, საინფორმაციო წინადადებად აქცია, რომელსაც ვისმენთ და ცნობებს სწრაფად გადავფურცლავთ. გადავფურცლავთ, ფიქრს მოვარიდებთ და ყავას დავლევთ. მეც, შენც, ვიღაც ჩვენნაირი მინოსეტაში და სხვა ვიღაც ჩვენნაირი ბრიუგეში.
მაგრამ ეს გადაფურცვლა ჩვენთან გაცილებით დიდი სირცხვილისაა. რადგან შენ და მე გუშინ, გუშინწინ და გუშინწინისწინ იგივე ტყვიამ დაგვიხოცა ბავშვები.
ომი არავის უნდა. არაფერია ომზე საშინელი. ან არის და ეს არის საკუთარ თავთან წაგებული ომი. როცა მეხსიერებას თმობ, ადამიანობას თმობ, ქართველობას თმობ ოდნავ უფრო სავსე კუჭის სანაცვლოდ. თმობ და ამ წაყრუებას ასე ამართლებ ძილის წინ გაფიქრებისას.
ან ეგებ ეგ ფიქრიც არ გვაქვს.

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·