როგორც მოგეხსენებათ, ლუის ენრიკემ რამდენიმე დღის წინ ლავიწის ძვალი მას შემდეგ მოიტეხა, რაც ველოსიპედიდან გადმოვარდა და მიწაზე უხერხულად დაეცა.
ფრანგულ მედიაში დაიწერა, რომ პარიზელთა დამრიგებელი სამკურნალოდ ესპანეთში წაიყვანეს, ოპერაცია ჩაუტარეს და ნელ-ნელა ლუჩო აღდგენით პროცესს დაიწყებს.
გაირკვა ისიც, რომ ენრიკე თავის გუნდს ლანსის წინააღმდეგ ვერ უხელმძღვანელებს, ეს მატჩი კი 14 სექტემბერს გახლავთ ჩანიშნული.
გარდა ამისა, კითხვის ნიშნები არსებობს 17 სექტემბრის შეხვედრასთან დაკავშირებითაც, სადაც პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონს ატალანტასთან დაპირისპირებით გახსნის.