„ოპოზიციური ალიანსის“ ორგანიზებით, თბილისში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება

2 hours ago 2

„ოპოზიციური ალიანსის” ორგანიზებით, დღეს თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება. მოქალაქეები 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბებიან და რუსთაველის გამზირისკენ მარშით გაემართებიან.

მსვლელობა პარლამენტთან დასრულდება, სადაც დაგეგმილია პოლიტიკური ლიდერების სიტყვით გამოსვლა.

აღსანიშნავია, რომ ამ მიზნით “ოპოზიციურ ალიანსს” რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ სცენის დამონტაჟება სურდა, თუმცა თბილისის მერიამ ტერიტორიაზე შესაბამისი კონსტრუქციების შეტანის უფლება არ მისცა.

შსს-სა და თბილისის მერიის პოზიციის მიუხედავად, “ოპოზიციური ალიანსი” გეგმების შეცვლას არ აპირებს და აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე 26 მაისს დაგეგმილი აქცია მაინც გაიმართება.

სრულად წაკითხვა