პარლამენტის შენობაში ყაველაშვილის ინაუგურაციის პარალელურად, ორბელიანების სასახლესთან მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას ელოდებიან. აქციის მონაწილეებს სასახლესთან მიტანილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები.
როგორც გუშინ, სალომე ზურაბიშვილმა დააანონსა, ის საზოგადოებას მომდევნო დღეების გეგმას გააცნობს.