ოფიციალურად: გიუნდოგანი მომავალ სეზონში გალათასარაიში ითამაშებს

12 hours ago 2

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანი კარიერას თურქულ კლუბში, „გალათასარაიში“ გააგრძელებს.

თურქული წარმოშობის გერმანელი ფეხბურთელი სტამბოლში დღეს ჩავა და კლუბთან 2+1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

გიუნდოგანი „გალათასარაის“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, რადგან მისი კონტრაქტი „მანჩესტერ სიტისთან“ გაწყვეტილი იქნება.

ცნობისთვის, ფეხბურთელი „მანჩესტერ სიტიში“ 2016 წლიდან თამაშობდა, სადაც 358 მატჩში 65 გოლი გაიტანა. კარიერის მანძილზე ის ასევე უთამაშია „ნიურნბერგში“, „დორტმუნდსა“ და „ბარსელონაში“. გერმანიის ეროვნული ნაკრების მაისურით გიუნდოგანმა 82 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა.

სრულად წაკითხვა