„ლესტერ სიტიმ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ რუდ ვან ნისტელროი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლდა. ნიდერლანდელი სპეციალისტი გუნდს 2023 წლის ნოემბერში ჩაუდგა სათავეში, თუმცა ვერ მოახერხა კლუბის პრემიერ ლიგაში დატოვება.
ვან ნისტელროის კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე მოქმედებდა, თუმცა მხარეებმა ურთიერთობა ვადაზე ადრე შეწყვიტეს. „ლესტერის“ განცხადებით, ისინი უკვე მუშაობენ ახალი მწვრთნელის შერჩევაზე და გულშემატკივარი მალე გაიგებს დეტალებს.
შეგახსენებთ, რომ 48 წლის ვან ნისტელროიმ წარსულში სამწვრთნელო გამოცდილება „პსვ“-სა და „მანჩესტერ იუნაიტედში“ დროებითი მწვრთნელის რანგში დააგროვა.