„ტორინოს“ ცენტრალური მცველი საბა საზონოვი მიმდინარე სეზონს იჯარის წესით ესპანეთის „ხეტაფეს“ რიგებში გაატარებს. ინფორმაციას ტრანსფერების ექსპერტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ქართველი ფეხბურთელი ესპანურ გუნდს 1-წლიანი იჯარის წესით შეუერთდება. გასული სეზონი საზონოვმა ასევე იჯარით „ემპოლიში“ გაატარა, თუმცა ჯვარედინა მყესები გაიწყვიტა, რის გამოც ვერ ითამაშა.
საზონოვი „ტორინოს“ რიგებში 2023 წელს მოსკოვის „დინამოდან“ 3 მილიონ ევროდ გადავიდა.
„ხეტაფე“ კი ამ დროისთვის ლა ლიგის ცხრილში 3 ტურის შემდეგ მე-5 პოზიციაზეა.