უკვე ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფლორიან ვირტსმა ბაიერ ლევერკუზენი დატოვა და ლივერპულში გადავიდა.
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, შეთანხმება უკვე შედგა და ინგლისურ კლუბს ლევერკუზენისთვის 150 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
ვირტსი არნე სლოტის მთავარი სამიზნე იყო, პრემიერ ლიგის მომტან მწვრთნელს კი კლუბმა დიდი ოდენობით თანხები გამოუყო და გერმანელი მოთამაშის დამატების საშუალება მისცა.
22 წლის ნახევარმცველმა გასულ სეზონში 16 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.