"ოქტაგონიდან გამოსვლისას მკითხა.." - ილია თოფურია ამხელს რა უთხრა შვილმა

2 months ago 11

როცა ილია თოფურია გამარჯვების შემდეგ ოქტაგონიდან გამოდიოდა, შვილმა ჰუგომ კითხვა დაუსვა, რაც შემდგომში ილიამ ფართო საზოგადოებისთვის გაახმოვანა.

"ოქტაგონიდან გამოსვლისას ჰუგომ მკითხა, რატომ დავარტყი მარჯვენა და რატომ არ ვცადე აპერკოტი?" - ამბობს თოფურია.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში დააფინიშა და მეორე წონითი კატეგორიის საჩემპიონო ქამარსაც დაეუფლა.

სრულად წაკითხვა