„ქართული ოცნება“ გეგმავს, საჯარო სექტროში რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები გაამარტივოს.
ეს ინიციატივა დღეს „ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გაახმოვანა.
„კანონში შევა ცვლილება, რომლითაც გამარტივდება რეორგანიზაციის საკითხები საჯარო სექტორში. es უზრუნველყოფს საჯარო სექტორის გაჯანსაღებას“, — განაცხადა მან.
28 ნოემბრის შემდეგ, როცა „ოცნებამ“ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნა 2028 წლამდე გადადო, არაერთი უწყების თანამშრომელთა ნაწილმა ამ გადაწყვეტილებისადმი კრიტიკული განცხადება გამოაქვეყნა.