WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გრანტების მართვის სააგენტო „მილევად რეჟიმშია“ და წლის ბოლომდე დაიხურება.

კობახიძე ამტკიცებს, რომ NGO – არასამთავრობო ორგანიზაცია, არის ხელოვნური ფენომენი, რომელიც ხელოვნურადაა მოგონილი „უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის“. მისივე თქმით, ეს გამოჩნდა სააგენტოს შექმნის შემდეგ:

„NGO არის ხელოვნური ფენომენი, რომელიც არის მოგონილი ხელოვნურად, უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის. როდესაც ჩვენ შევქმენით შესაბამისი სააგენტო, გამოჩნდა, რომ ეს ასეა. NGO, თავისთავად, არის ხელოვნური ფენომენი. ენჯეოს ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს ერთი სახელმწიფოს ინტერვენცია მეორე სახელმწიფოში. ამისთვის მოიგონეს ენჯეოები თავის დროზე. ერთი საუკუნის წინ ენჯეოები არ არსებობდნენ. შემდეგ მოიგონეს და ენჯეოებს იყენებდნენ, როგორც უცხოური ინტერვენციის, პოლიტიკური ინტერვენციის მთავარ ინსტრუმენტს. ამის არაერთი მაგალითი ვნახეთ საქართველოში. შესაბამისად, ჩვენ მოვიგონოთ ენჯეოები და ასეთი რამ დავაფინანსოთ, ასეთი რამ არასწორია, შესაბამისად, ამის გამო მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება“, – თქვა კობახიძემ.

გრანტების სააგენტო 2025 წლის 15 აპრილს შეიქმნა მას შემდეგ, რაც „ოცნებამ“ არასამთავრობო ორგანიზაციებს უცხოური დაფინანსების მიღება აუკრძალა. სააგენტოს შექმნის შემდეგ „ქართული ოცნების“ მთავრობაში განაცხადეს, რომ სამთავრობო საგრანტო ფონდით მხოლოდ ის ორგანიზაციები ისარგებლებენ, რომლებიც რუსულ კანონს დაემორჩილებიან და „უცხოური ინტერესების გავლენის გამტარებად“ დარეგისტრირდებიან.

გრანტების მართვის სააგენტოს თავმჯდომარედ თამარ ზოდელავა დაინიშნა, რომელიც 2026 წელს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს.

მთავრობის განკარგულების მიხედვით, გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარის ხელფასი 11 600 ლარი, ანუ წლიურად 139 200 ლარია.