„ქართულმა ოცნებამ“ 2003-2012 წლებში მოქმედი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების და იმდროინდელი თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას დაუჭირა მხარი.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის დადგენილებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადა განსაზღვრულია სამი თვით.
„ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და მინიმუმ ამ ყველაფერს ელოდება მოსახლეობის ის უდიდესი ნაწილი, რომელმაც კიდევ ერთხელ გვანდო ამ ქვეყნის სადავეები იმ პასუხისმგებლობიან გუნდს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანი ვაცნობიერებთ, თუ რა მნიშვნელობა ექნება აღნიშნული კომისიის მუშაობას და მის შედეგებს ჩვენი ქვეყნის ჯანსაღი განვითარებისთვის“,- განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი კირცხალიამ.