„ქართული ოცნებისა“ და მისი სატელიტი „ხალხის ძალის“ 16-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა „გახარია — საქართველოსთვის“ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით 2024 წლის შემდეგ მიღებული რეპრესიული ნორმების გაუქმებას ითვალისწინებდა.
მათ არ განუმარტავთ, შეცდომით მისცეს თუ არა ხმა ოპოზიციური ფრაქციის კანონპროექტს, რომელიც 28 ხმით, 16-ის წინააღმდეგ, მაინც ჩავარდა. თავად გიორგი გახარიას პარტიას პარლამენტში 12 დეპუტატი ჰყავს.
პარტიამ „საქართველოსთვის“ გაავრცელა კენჭისყრის შედეგები, რომლის მიხედვითაც, რეპრესიული კანონების გაუქმებას მხარი დაუჭირა „ხალხის ძალის“ 2-მა და „ქართული ოცნების“ 14-მა დეპუტატმა, უმრავლესობის ლიდერ ირაკლი კირცხალიას ჩათვლით.
კერძოდ, კანონპროექტის მხარდამჭერებს შორის არიან:
„ქართული ოცნებიდან“:
- ალუდა ღუდუშაური
- ირაკლი კირცხალია
- თეა წულუკიანი
- ნიკოლოზ სამხარაძე
- თორნიკე ბერეკაშვილი
- ისკო დასენი
- ზაალ დუგლაძე
- ვახტანგ თურნავა
- სამველ მანუკიანი
- ანტონ ობოლაშვილი
- გოდერძი ჩანქსელიანი
- ვასილ ჩიგოგიძე
- გივი ჭიჭინაძე
- გიორგი ჭყონია
„ხალხის ძალიდან“:
- გურამ მაჭარაშვილი
ეკა სეფაშვილი
netgazeti